
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ომის ისტორიული წესი იყო – ვინც იწყებდა ომს, ის იხდიდა ფასს.
"პუტინმა დაიწყო ომი და სწორედ მან უნდა აგოს პასუხი," – აღნიშნა ზელენსკიმ.
"იგი [პუტინი] არავის სცემს პატივს უკრაინაში. მას სურს ჩვენი ქვეყნის განადგურება, და მართალი ბრძანდებით, ბატონო პრეზიდენტო. შესაძლოა, ეს დოკუმენტი ან სხვა შეთანხმება კარგი დასაწყისი იყოს, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება, რომ პუტინი შევაჩეროთ.
საუკუნეების მანძილზე ომის წესი უცვლელია – ვინც ომს იწყებს, ის უნდა გადაიხადოს მისი ფასი. პუტინმა დაიწყო ომი და სწორედ მას ეკისრება პასუხიმგებლობა. ამაში ფინანსური ასპექტიც შედის. მაგალითად, ევროპაში არსებული რუსული აქტივები შეგვიძლია გამოვიყენოთ უკრაინის აღდგენისთვის, ასევე სამხედრო მხარდაჭერისთვის ამერიკისთვის გადასახდელად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის," – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლებმა თეთრი სახლი დატოვეს.