
ტერიტორიების საკითხი ძალიან სენსიტიური და რთული საკითხია. ვიცი, რომ რუსებს სრულიად სხვა პოზიცია აქვთ. მათ მართლაც ყველაფრის ოკუპაცია უნდათ, მაგრამ ახლა, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევამდე, მათ ჩვენი ტერიტორიების შესახებ რაიმე შეთანხმების მიღწევა უნდათ.
ჩვენი პოზიციაა, რომ, პირველ რიგში, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა. უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, რათა გავიგოთ სად ვართ. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ვფიქრობ, პრეზიდენტებსაც ესმით, რომ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში, სამწუხაროდ, მთავარი საკითხი უკრაინის ტერიტორიები იქნება.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ.