ზელენსკი ტრამპს Tomahawk-ების სანაცვლოდ, უკრაინული წარმოების დრონებს სთავაზობს

ზელენსკი ტრამპს Tomahawk-ების სანაცვლოდ, უკრაინული წარმოების დრონებს სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრაპმთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კიევი მზადაა აშშ-ს Tomahawk რაკეტების მიწოდების სანაცვლოდ, უკრაინული წარმოების დრონები შესთავაზოს.

"დღეს, ცხადია, ამ ომის დასრულება გვინდა. ეს ტექნოლოგიური ომიც არის. მხოლოდ Tomahawk-ების გამოყენება საკმარისი არ არის. ასევე საჭიროა 1000-ობით დრონიც. ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოების ათასობით ასეთი დრონი, თუმცა ასევე გვჭირდება თქვენი Tomahawk-ები. აშშ-ს აქვს ეს და სხვა ბევრი რაკეტა. მაგრამ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი დრონები. ასე შეგვიძლია ერთმანეთი გავაძლიეროთ. უკრაინას შეუძლია ამერიკული წარმოება გააძლიეროს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ტრამპმა პასუხად დასძინა, რომ იგი აღიშნული წინადადებით დაინტერსებულია და დაამატა დღევანდელ შეხვედრაზე Tomahawk-ების საკითხს ზელენსკისთან უფრო დეტალურად განიხილავს.

"დიახ. [ამით დაინტერესებული ვარ] ჩვენ ბევრი დრონი გვაქვს. მაგრამ უკრაინას ბევრი კარგი დრონი აქვს...

ჩვენ გვჭირდება Tomahawk-ები და ბევრი რაღაც, რასაც ბოლო წლებში უკრაინას ვუგზავნიდით. ჩვენ ახლა სხვა სიტუაცია გვაქვს. ევროპელებს ბევრი ფული აქვთ. ვუგზავნით და ისინი ყიდულობენ იარაღს. ამ ომის დასრულების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესეც არის, რადგანაც იარაღები გვჭირდება. ვიმედოვნებ, ომს ისე დავასრულებთ, რომ Tomahawk-ებზე ფიქრი არ დაგვჭირდება...

ომსა და მშვიდობაში არ იცი რა მოხდება. ასე რომ Tomahawk-ებზე ვისაუბრებთ. ამ რაკეტების საჭიროების ქონას, სჯობს ომი დავასრულოთ. ჩვენ ათასობით ადამიანს ვკარგავთ 1 კვირაში. მჯერა, რომ ამ ომის სწრაფად დასრულება შეგვიძლია. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინთან პროდიქტიული საუბარი მქონდა. ვფიქრობ ზელენსკისაც და პუტინსაც სურთ ომის დასრულება. ვნახოთ, რა მოხდება", - განაცხადა ტრამპმა შეხვედრაზე.