მარიამ მეყანწიშვილმა დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა

მარიამ მეყანწიშვილმა დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა

აქტივისტმა მარიამ მეყანწიშვილმა 10 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა.

ცნობილია, რომ თანხის აგროვებაში მას მოქალაქეები დაეხმარნენ.

10 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო სასამართლომ მას გუშინ შეუფარდა.

ცნობისთვის, იგი, რამდენიმე ადამიანთან ერთად, 17 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მას 4 ოქტომბრის აქციაზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავება.