მოსამართლემ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 10 ადამიანს პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 10 ადამიანს პატიმრობა შეუფარდა

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 10 ადამიანს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეიფარდა.

კერძოდ მოსამართლე ლეილა კილიჩენკომ პატიმრობაში გენადი კელიხაშვილი, დათო ღურწკაია, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გია თოლორაია, გური ჟვანია, კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, ავთანდილ თოფჩიშვილი და მიხეილ თოლორაია გაუშვა.

პროკურატურა მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, ხოლო ნაწილს ბრალი წარდგენილი აქვთ შემდეგი მუხლითაც: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.

რამდენიმე საათით ადრე მოსამართლე კილიჩენკომ ამავე საქმეზე დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

ცნობისთვის, "ოცნების" შსს-მ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით კიდევ 16 ადამიანი 17 ოქტომბერს დააკავა.

ამ დროისთვის, ჯამში 62 ადამიანია დაკავებული.