ზელენსკი: ტრამპთან საჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ იარაღზე, პუტინთან მის შეხვედრაზე ვისაუბრე

ზელენსკი: ტრამპთან საჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ იარაღზე, პუტინთან მის შეხვედრაზე ვისაუბრე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრაპმთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ტრამპთან რამდენიმე საკითხი მიმოიხილა, მათ შორის, უკრაინის საჰაერო თავდაცვა და შორ მანძილზე დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დეტალებიც გაუზიარა.

ამასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლიდან წამოსული "არცეთი სინგალი ახალი არ არის."

უკრაინის პრეზიდენტმა, ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპელ პარტინორებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

"მადლობელი ვართ პრეზიდენტისა და მისი გუნდის ჩვენი მოწვევისთვის. ჩვენ გრძელი და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. საკითხების ფართო სპექტრი მიმოვიხილეთ. ვილაპარაკეთ საჰაერო თავდაცვაზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ მომენტშიც უკრაინას დრონებით თავს ესხმიან, რასაც ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშავებთ მეტს წარმოების საკითხში... ეს პოზიტიური სიგნალია.

ასევე ვისაუბრეთ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის შესახებ. მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა, რადგანაც აშშ-ს ესკალაცია არ სურს. ასე რომ ამაზე მეტს ვერ გიპასუხებთ.

პრეზიდენტმა გამიზიარა პუტინთან მისი დიალოგის დეტალები. რუსეთისგან მომავალი არცერთი სიგნალი ახალი არ არის. მაგრამ ვეყრდნობით პრეზიდენტ ტრამპს, განახორციელოს ზეწოლა პუტინზე ომის დასრულების საკითხში.

ჩვენ ვენდობით აშშ-სა და პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას ომის დასრულება სურს. ეს რთული საკითხია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ჩვენს მიწას, ხალხს, სუვერენიტეტს ეხება. ახლო აღმოსავლეთის მსგავსად ვიმედოვნებ, ის ამ ომსაც დაასრულებს.

ასევე ვესაუბრე ჩვენს სტრატრგიულ პარტნიორებს. კერძოდ, "ნებისყოფის კოალიციის" წევრებს... მათ იცოდნენ, რომ ტრამპთან დიალოგის ერთ-ერთი საკითხი უსაფრთხობის გარანტიები იყო. ჩვენ ამ საკითხში აშშ-ის ლიდერობას ვეყრდნობით. ასევე ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.