ტრამპი: რუსეთი და უკრაინა უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან, დაე, ორივემ გამარჯვება გამოაცხადოს!

შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან საინტერესო და გულწრფელი იყო, მაგრამ მე მას ვუთხარი, ისევე როგორ მტკიცედ შევთავაზე პრეზიდენტ პუტინს, რომ დროა შეწყდეს მკვლელობა და შედგეს შეთანხმება! საკმარისი სისხლი დაიღვარა, საკუთრების საზღვრები ომითა და სიმამაცით განისაზღვრა. მათ უნდა შეწყვიტონ მოქმედებები იქ, სადაც ახლა დგანან. დაე, ორივემ გამარჯვება გამოაცხადოს, დაე, ისტორიამ გადაწყვიტოს! აღარავითარი სროლა, აღარავითარი სიკვდილი, აღარავითარი უზარმაზარი და გაუმართლებელი თანხების ხარჯვა. ეს ის ომია, რომელიც არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ათასობით ადამიანი იხოცება ყოველ კვირას — დასრულდეს, მშვიდად დაბრუნდით სახლებში, თქვენს ოჯახებთან!

წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის ლიდერ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში.