ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა

ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში შეხვედრას მართავენ, სადაც განიხილება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უსაფრთხოების საკითხები და მინერალების საკითხებზე თანამშრომლობა.

შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი შეკამათება ჯეი დი ვენსის კომენტარმა გამოიწვია, რომ "ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის გზა არის დიპლომატია და ამ გზას მიჰყვება ტრამპი".

"ომის პრობლემებს ახლა ვერ გრძნობთ, რადგან შუაში ლამაზი ოკეანეა, თუმცა იგრძნობთ", -ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს

ამან ტრამპისა და ჯეი დი ვენსის გაღიზიანება გამოიწვია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკი "არათანამშრომლური ტონით" საუბარში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს უსაყვედურა და თქვა: "მადლიერება უნდა გამოხატო. შენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები!"

ტრამპმა ბოლოს დასძინა: "ეს შესანიშნავი სატელევიზიო შოუ გამოვა.