
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ფორმულასთან საქართველოში არსებულ მდგომარეობასე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში არესებული პოლიტიკური ვითარება სულ უფრო უარესდება და "ოცნების" მთავრობას სახელმწიფო არასწორი მიმართულებით მიჰყავს.
ცაჰკნა იმედოვნებს, რომ ესტონეთის მაგალითს - დაუწესოს სანქციები ივანიშვილსა და მისი ხელისუფლების წევრებს, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებიც მიჰყვებიან.
"საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება. რეჟიმმა რომელიც სათავეშია, ქვეყანა არასწორი მიმართულებით შეაბრუნა. ჩვენ ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ევროპისკენ მობრუნდეს. ესტონეთი ხმამაღალი იყო თავის განცხადებებში ქართველი ხალხის მხარდაჭერის შესახებ და წამოაყენა წინადადება დაიწყოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს რეჟიმს ეკისრება. ვაპირებთ განვიხილოთ, დამატებით, რისი გაკეთება შეიძლება ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ესტონეთმა უამრავ ქართველ ლიდერსა და ოლიგარქს დაუწესა პერსონალური სანქციები. ბევრი ქვეყანა მოგვყვება ამაში და მოხარული ვიქნები, თუ ევროკავშირიც შეძლებს. რთულია 27 წევრს შორის კონსესუსის მიღწევა, მაგრამ სულ უფრო მეტი მთავრობა მიყვება ესტონეთის მაგალითს", - განაცხადა ცაჰკნამ ჟურნალისტებთან.