ზელენსკი: კურსკის კატასტროფა იყო პუტინის მმართველობის დასაწყისი, ახლა კურსკი მისი ფინალია

ზელენსკი: კურსკის კატასტროფა იყო პუტინის მმართველობის დასაწყისი, ახლა კურსკი მისი ფინალია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "კურსკის" კატასტროფა არის ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასაწყისი, ახლა კი კურსკი გახდა ფინალი და მისი ომის დასასრული.

"ჩვენ ვხედავთ, როგორ მოძრაობს რეალურად რუსეთი პუტინის მმართველობის დროს: 24 წლის წინ "კურსკის" კატასტროფა მოხდა - მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისია; ახლა ჩანს რომ ეს მისი ფინალია. და ესეც კურსკია. მისი ომის კატასტროფა. ასე ყოველთვის ემართებათ მათ, ვისაც სძულს ადამიანები და ნებისმიერი წესები. რუსეთმა სხვებს მოუტანა ომი, ახლა ეს [ომი] სახლში ბრუნდება. უკრაინას ყოველთვის სურდა მხოლოდ მშვიდობა და ჩვენ აუცილებლად უზრუნველყოფთ მშვიდობას", - თქვა ზელენსკიმ.

***

2000 წლის აგვისტოში ატომური წყალქვეშა ნავი კურსკი რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის 30 ხომალდთან ერთად ბარენცის ზღვაში მიმდინარე სწავლებებში მონაწილეობდა. 12 აგვისტოს ნავშივე აფეთქდა ერთ-ერთი ტორპედო. კურსკის ჩაძირვის შედეგად ეკიპაჟის 118 წევრი დაიღუპა.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.

დღესვე, კურსკის გუბერნატორის მოვალეობების შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა, მთავრობის საგანგებო სხდომაზე თქვა, რომ ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

შეიარაღებული ძალების მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ თქვა, რომ უკრაინა კურსკის ოლქში დაახლოებით 1 000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.