კურსკის გუბერნატორის მოვალეობების შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა, მთავრობის საგანგებო სხდომაზე თქვა, რომ ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.
სმირნოვმა აღნიშნა, რომ უკრაინელები ოლქში სიგრძეში 12, ხოლო სიგანეში 40 კილომეტრით არიან შესულები.
მისივე თქმით, უკრაინის შეტევების შედეგად 12 მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული, ამ დროისთვის კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია 121 000 ადამიანი.