
მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, როგორც უკვე გითხარით, სწორედ ქართველმა ხალხი გახდა შთაგონება ამერიკელებისათვის, მეგობარმა აქტმა 90%-იანი მხარდაჭერა მიიღო წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო 95%-იანი მხარდაჭერა სენატში, მაგრამ ზედა პალატაში შეფერხება უბრალოდ საკანონმდებლო პროცესია და ჩვენ ამას გადავლახავთ.
დღეს აშშ-ში გვაქვს მთავრობის საქმიანობის დროებითი შეჩერება - იგივე "შათდაუნი". ეს ერთგვარი ჩიხია რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. ეს აფერხებს კონგრესს ფუნქციონირებას, უკვე 3 კვირაა ვერ შევიკრიბეთ. სენატში ბიუჯეტის დამტკიცებას 60 ხმა ჭირდება, რესპუბლიკელებმა მოიპოვეს 55 ხმა, მაგრამ ვიდრე 60 ხმა არ გვექნება, აშშ-ის მთავრობის მუშაობა და სხვა კანონპროექტები შეჩერდება. ეს და ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს მეგობარ აქტთან, ეს შიდა პოლიტიკურ უთანხმოებებს ეხება, რაც დემოკრატიის პრინციპებითაა გამოწვეული. ყველას ხმა უნდა იყოს გათვალისწინებული, ამ გადაწვყვეტილებას კი 60 ხმა სჭირდება. ასე რომ მეგობარი აქტი, საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება, რადგან ის შთაგონებულია საქართველოს ხალხის მიერ
თქვა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ფორმულას გადაცემა გეოპოლიტიკაში. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როდის შეიძლება იყოს სანქციები ან რა ვადაში შეიძლება მიიღონ მეგობარი აქტი.