
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში, დღეს დილით უკრაინაში ჩავიდა.
კოსინიაკ-კამიში კიევს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.
პოლონელი მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან.
მხარეები განიხილავენ „სამხედრო თანამშრომლობის, უკრაინის მხარდაჭერისა და რუსული აგრესიის ფონზე შექმნილი უსაფრთხოების საკითხებს“.