
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ულტრამემარცხენე პოლიტიკურ მოძრაობა "ანტიფას" ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
ის ასევე გასცემს რეკომენდაციას, გამოძიებულ იქნენ ორგანიზაციის დამფინანსებლებიც.
"მოხარული ვარ, ვაცნობო ჩვენს ბევრ პატრიოტს, რომ „ანტიფას“, ამ ავადმყოფურ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე კატასტროფას, მთავარ ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ. ასევე, ძლიერ რეკომენდაციას ვიძლევი, რომ „ანტიფას“ დამფინანსებლები სრულფასოვნად იქნენ გამოძიებულნი სამართლებრივი სტანდარტებისა და პრაქტიკის უმაღლესი ნორმების შესაბამისად. მადლობას გიხდით ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!", - წერს ტრამპი.
„ანტიფა“, დეცენტრალიზებული, მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობა, შეერთებულ შტატებში არსებული ჯგუფებისა და ინდივიდების თავისუფალი გაერთიანებაა.
მისი წევრები გაერთიანებულნი არიან ფაშიზმის, რასიზმისა და სხვა ულტრამემარჯვენე იდეოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლით.