პენსილვანიაში სროლის შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა, დაშავდა 2

პენსილვანიაში სროლის შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა, დაშავდა 2

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში სროლას 3 სამართალდამცავის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 2.

შტატის პოლიციის კომისრის განცხადებით, ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია.

შტატის პოლიციის კომისრის, პოლკოვნიკ კრისტოფერ პარისის თქმით, ოფიცრები შემთხვევის ადგილზე გუშინ დაწყებული ოჯახური ძალადობის გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდნენ.

„სიტყვები არ მყოფნის იმ მწუხარების გამოსახატავად, რომელიც საზოგადოებამ განიცადა“, - თქვა მან.

მისი თქმით, გადარჩენილი ორი ოფიცერი კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან WellSpan York-ის საავადმყოფოში.