უკრაინელებმა რუსეთში, ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა რუსეთში, ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა (SOF) 17-18 სექტემბრის ღამეს რუსეთში, ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ მათივე პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული ქარხანა რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებების უზრუნველყოფას ემსახურება.

კერძოდ, ის არის საწვავისა და საპოხი მასალების უმსხვილესი მწარმოებელი რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში. საწარმო წელიწადში 15,7 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს, რაც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების მთლიანი მოცულობის 5,6%-ს შეადგენს.

წინასწარი ცნობებით, ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

"სპეციალური ოპერაციების ძალები აგრძელებენ მოქმედებების განხორციელებას, რომლებიც მტრის შეჩერებას ისახავს მიზნად", - წერს SOF.