ზელენსკი: ჩვენ ვერ დავთანხმდებით ვერანაირ შეთანხმებას, რომელიც უკრაინის გარეშე შედგება

ზელენსკი: ჩვენ ვერ დავთანხმდებით ვერანაირ შეთანხმებას, რომელიც უკრაინის გარეშე შედგება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ვერ მიიღებს ვერანაირ შეთანხმებას, რომელიც დაიდება ქვეყნის ჩართულობის გარეშე.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ "მნიშვნელოვანია, ყველაფერი პუტინის გეგმის მიხედვით არ მოხდეს", რათა მოლაპარაკებები ორმხრივი იყოს რუსეთსა და აშშ-ს შორის.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ის არ განიხილავს ტრამპის სატელეფონო ზარს პუტინთან "როგორც იმის ნიშანი, რომ რუსეთთან საუბარი აშშ-ს პრეზიდენტის პრიორიტეტი იყო".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ "უკრაინის გარეშე უკრაინაზე საუბარი არ შეიძლება" და "ევროპელებიც უნდა იყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან".

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მან ტრამპს უთხრა, რომ მისი ქვეყნის პრიორიტეტი არის „უსაფრთხოების გარანტიები“, რასაც ის ვერ ხედავს აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე.

***

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 12 თებერვალს განაცხადა, რომ მისი პირველი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, საუდის არაბეთში გაიმართება. შეხვედრა მომავალი მოლაპარაკებების ნაწილია, რომლის მიზანიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასრულებაა.

მანამდე, ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და განიხილეს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის სიმძლავრე და სხვა საკითხები. ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინთან საუბრის დეტალებს ზელენსკის აცნობებდა.

ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტებმა მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობასა და ერთად მუშაობისთვის მზადყოფნაზე ისაუბრეს. ასევე აშშ-ის პრეზიდენტმა მას პუტინთან საუბრის დეტალებიც მოკლედ მოახსენა.