!["შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ, მოვიგოთ უმძიმესი ბრძოლა" - კოლეგების წერილი მზია ამაღლობელს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/afc47deb-6405-43f7-a474-52b461ef7bf3.jpg)
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 12 თებერვალს განაცხადა, რომ მისი პირველი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, საუდის არაბეთში გაიმართება. შეხვედრა მომავალი მოლაპარაკებების ნაწილია, რომლის მიზანიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასრულებაა.
"შევხვდებით საუდის არაბეთში", - განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლში, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არასწორად მიაჩნია და ვერ ხედავს, რომ ქვეყანა შეძლებს, აღადგინოს თავისი მთლიანობა.
უკრაინის მონაწილეობა მოლაპარაკებებში ჯერ არ არის გადაწყვეტილი.
იქამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.