ზელენსკი: მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ტრამპთან, ერთად მუშაობისთვის მზადყოფნა გამოვხატეთ

ზელენსკი: მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ტრამპთან, ერთად მუშაობისთვის მზადყოფნა გამოვხატეთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნავს, რომ მათ "მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდათ".

ზელენსკის თქმით, პრეზიდენტებმა მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობასა და ერთად მუშაობისთვის მზადყოფნაზე ისაუბრეს.

"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან - ვისაუბრეთ მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე, გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა ერთად მუშაობისთვის, გუნდურ დონეზე. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, დრონებისა და სხვა თანამედროვე პროდუქციის შესახებ. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის დაინტერესებისთვის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად.

მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის, მისი ინტერესისთვის იმაზე, რაც ჩვენ ერთად შეგვიძლია, რომ შევასრულოთ.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩემს დისკუსიაზე სკოტ ბესენტთან და ეკონომიკური კოოპერაციის, სარესურსო პარტნიორობის ახალი დოკუმენტის მომზადებაზე.

პრეზიდენტმა ტრამპმა, მოკლედ მომიყვა მისი და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ.

უკრაინას უფრო მეტად უნდა მშვიდობა ვიდრე სხვას. ჩვენი ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრა ამერიკასთან, რათა შეაჩეროს რუსული აგრესია და იყოს საიმედო, ხანგრძლივი მშვიდობის გარანტია. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა - მოდით, დავასრულოთ.

ჩვენ შევთანხმდით, რომ სამომავლოდ კონტაქტს შევინარჩუნებთ", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.