
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 ადამიანი დააკავეს. ეს ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ბრიფინგზე თქვა.
მისი ცნობით, საქმეზე სულ ჯამში 62 ადამიანია დაკავებული.
"ჩვენ დავაკავეთ კიდევ 16 პირი. მიმდნარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია სულ 62 პირი. უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა"- თქვა გელაძემ.
გელაძის ცნობით, ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, სახელმწიფო ან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა, ნაწილს კი სამართალდაცველებზე ძალადობა.