4 ოქტომბრის საქმეზე ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

4 ოქტომბრის საქმეზე ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ეს ოცნების შს მინისტრმა გელა გელაძემ ბრიფინგზე თქვა.

შაიშმელაშვილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.

გელაძის ცნობით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია უცხოეთში მყოფ კიდევ ერთ პირზე.

4 ოქტომბრის საქმეზე დღეს კიდევ 16 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე ჯამში 62 მოქალაქეა დაკავებული.