რუსების იერიშს დონეცკის ოლქზე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3

რუსების იერიშს დონეცკის ოლქზე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე დრონებით იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2, ხოლო დაშავდა 3 ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ სერჰი ჰორბუნოვი, კონსტანტინოვკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

"ერთ-ერთი ინციდენტის დროს, მტრის დრონი მოხვდა მანქანას, რომელშიც ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა – მათ სასიკვდილო დაზიანებები მიიღეს. ორი სხვა სამოქალაქო პირი, რომლებიც ასევე მანქანით მგზავრობდნენ, დაშავდნენ. ერთმა ადამიანმა კი ქალაქ დრუჟკოვკის საავადმყოფოს დამოუკიდებლად მიმართა სამედიცინო დახმარებისთვის", - წერს იგი.