
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შარმ ელ-შეიხში ღაზის სამშვიდობო დეკლარიაციას ხელი მოაწერა.
"ამას 3,000 წელი დასჭირდა, გჯერათ? და ეს მყარი იქნება...
ეს არის დღე, რომლისთვისაც ხალხი მთელ რეგიონსა და მსოფლიოში მუშაობდა, იბრძოდა, იმედოვნებდა და ლოცულობდა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რასაც ყველა შეუძლებლად მიიჩნევდა, ბოლოს და ბოლოს, მშვიდობამ დაისადგურა ახლო აღმოსავლეთში.
რა მშვენიერია იმის ხილვა, რომ ახალი და ლამაზი დღე თენდება. ახლა კი იწყება აღდგენითი სამუშაოები", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ.
ტრამპთან ერთად დეკლარაციას ხელი მოაწერეს: ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და კატარის ემირმა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ.
სწორედ ეს 4 ქვეყანა სახელდება აღნიშნული სამშვიდობო გეგმის გარანტორებად.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება იმდენად მასშტაბურია, რომ ის თავიდან აგვაცილებს მესამე მსოფლიო ომს, რომელიც, მისი სიტყვებით, შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში მომხდარიყო.
„ეს წარმოუდგენელი დღეა მსოფლიოსთვის“, – თქვა მან.
ცნობისთვის, ისრაელმა და ჰამასმა სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი 9 ოქტომბერს მოაწერეს.
ამ დროისთვის, ისრაელმა ჰამასისგან 20 მძევალი დაიბრუნა.
ხოლო ისაელმა დღეს უკვე გაათავისუფლა 100-მდე პალესტინელი მძევალი.