ზახაროვა: NATO-ში კიევის მიღებაზე უარი არაა საკმარისი, უნდა უარყონ ბუქარესტის პირობა

ზახაროვა: NATO-ში კიევის მიღებაზე უარი არაა საკმარისი, უნდა უარყონ ბუქარესტის პირობა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთისთვის NATO-ში უკრაინის გაწევრიანება "მიუღებელია". მან ასევე თქვა, რომ კიევისთვის ახლა ალიანსში გაწევრიანებაზე უარი "არ არის საკმარისი".

მისი თქმით, NATO-მ უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, რომელიც მომავალში საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ითვალისწინებს.

"უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და მთელი ევროპისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. [...]

NATO-ში კიევის მიღებაზე ახლა უარის თქმა არ არის საკმარისი. [...] ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის დაპირება უნდა უარყოს, რომლითაც ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში უკრაინის შესვლა მომავალში გარანტირებულია", - თქვა რუსეთის საგარეოს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ "წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა ევროპის კონტინენტზე ატმოსფეროს მოწამვლას გააგრძელებს".

2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე NATO-მ განაცხადა, რომ როგორც უკრაინა, ისე საქართველო მომავალში გახდებიან ალიანსის წევრები.

***

საუდის არაბეთში დღეს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრა ერ-რიადში, სამეფო რეზიდენციაში მიმდინარეობდა.

რა თქვა რუსულმა და ამერიკულმა მხარემ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ