უკრაინელებმა კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაანადგურეს

უკრაინელებმა კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაანადგურეს

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა (SOF) და რუსულმა წინააღმდეგობის მოძრაობამ „შავი ნაპერწკალმა“ რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ნავთობის გადამმუშავებელი მნიშვნელოვანი ბლოკი გაანადგურეს.

აღნიშნული ოპერაცია 7 სექტემბრის დილას განხორციელდა.

არსებული ცნობებით, განადგურდა ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარი AT-6, რომელიც მთელი ქარხნის ფუნქციონირებისთვის იყო აუცილებელი.

ცნობისთვის, ეს ობიექტი წელიწადში ექვს მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავებას ახერხებდა. ის უზრუნველყოფდა ნავთობისგან ბენზინის, დიზელისა და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებას.