
გუშინ ღამით რესტორან „ქვევრში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართული ოცნების პროპაგანდისტი, ლაშა ბასლანძე გამოკითხვაზე დიღმის პირველ სამმართველოში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტვ პირველი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბასლანიძე აცხადებს, რომ მას რესტორანში სათამაშო იარაღი ჰქონდა.
TV პირველმა დღეს ასევე გაავრცელა ვიდეოკადრები რომლებშიც ჩანს, რომ სავადაუდოდ, ბასლანიძე ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდება „ქვევრის“ მფლობელ ზურაბ ტიბუას და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც იგი ტიბუას ფიზიკურად უსწორდება და შემდეგ, სავადაუდოდ, ცეცხლს ხსნის.
დაპირისპირების სავარაუდო მოტივი ფინანსური დავაა.
ცნობისთვის, ბასლანძე რესტორნის ყოფილი მმართველია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.