"საქართველოსთვის" და "ლელომ" აჭარაში მერობის საერთო კანდიდატები წარადგინეს

"საქართველოსთვის" და "ლელომ" აჭარაში მერობის საერთო კანდიდატები წარადგინეს

დღეს, ბათუმში, ”ძლიერი საქართველო - ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმისა და აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის საერთო კანდიდატები წარადგინეს.

ბათუმის მერის კანდიდატად წარდგენილია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, გოჩა გუგუნავა.

ქობულეთის მერობის კანდიდატად, “ძლიერი საქართველო-ლელოს” ადგილობრივი ლიდერი, პაატა ცივაძე დასახელდა.

ხულოს მერობისთვის ირაკლი ბოლქვაძე იბრძოლებს, პარტიიდან “გახარია საქართველოსთვის”

ნათია მგელაძე შუახევის მერობის კანდიდატი იქნება, კოალიციიდან “ძლიერი საქართველო- ლელო”.

რამაზ დავითაძე წარდგენილია მერობის კანდიდატად ქედაში “ძლიერი საქართველო ლელოდან”

ასევე, “ძლიერი საქართველო-ლელოს” წარმომადგენელი იბრძოლებს ხელვაჩაურის მერობისთვის - კანდიდატად ბადრი მამულაძეა წარდგენილი.