დუშეთში, თიანეთში, მცხეთასა და ყაზბეგში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

დუშეთში, თიანეთში, მცხეთასა და ყაზბეგში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დუშეთში, თიანეთში, მცხეთასა და ყაზბეგში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, გიორგი კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მას ბრალად განსაკუთრებული ოდენობით ქრთამის აღება ედება.

კერძოდ, უწყების განცხადებით მიხედვით, კაპანაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსზე გადაყვანას შეპირდა, რისთვისაც 400 000 დოლარი მოითხოვა, ხოლო 5 სექტემბერს, ნაწილი, 80 000 დოლარი აიღო.

დაკავებული თავს დამნაშავედ არ სცნობს.

კაპანაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება) წარედგინა.

მას თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.