კელოგი: შეტევები კიევზე არ მიანიშნებს, რომ რუსეთს ამ ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს

ომის ყველაზე დიდი საფრთხე ესკალაციაა. რუსეთი, როგორც ჩანს, ესკალაციაზე მიდის, რადგან კიევში უკრაინის მთავრობის ოფისებზე უდიდესი შეტევა განახორციელა. ორ კვირის წინ მათ პრემიერ-მინისტრთან, იულია სვირიდენკოსთან ერთად ამ შენობაში ვიმყოფებოდი. ისტორია გვიჩვენებს, რომ მსგავსი ქმედებების გამო მოვლენები შეიძლება უკონტროლოდ განვითარდეს. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის შესაჩერებლად. ეს შეტევა იმის სიგნალი არ იყო, რომ რუსეთს ამ ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს.

წერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი სოციალურ ქსელში.