
პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ვარშავაში ჩამოაგდეს დრონი, რომელიც სახელმწიფო შენობების თავზე დაფრინავდა.
ტუსკის თქმით, ბელარუსის 2 მოქალაქე დააკავეს, პოლიცია კი გარემოებებს იძიებს.
ტუსკის განცხადებით, დრონი სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ჩამოაგდო.
10 სექტემბერს პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ცნობა გაავრცელა.
მათ აღნიშნულ ფაქტს აგრესიის აქტი უწოდეს.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტის წევრებთან გამართული საუბრისას განაცხადა, რომ პოლონეთის საჰარეო სივრცე 19-მა რუსულმა დრონმა დაარღვია. მან NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა.
NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, ამ ეტაპისთვის NATO-ში "ინციდენტის სრული შეფასება მიმდინარეობს."