
რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს: პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად.
ომის შიშის დანერგვის შემდეგ, ოცნება ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს ახალი შიშის დასანერგად. ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიან პროტესტის რიგებში.
ეს ხომ რეჟიმის საკუთარი შიშის ნიშანია, არეულობა პოლიტიკის ნაცვლად.
ეს ხომ რეჟიმის უუნაროობის ნიშანია, რომელიც თავისთავში ვეღარ პოულობს ქვეყნის მართვის რესურსს, მხოლოდ ძალადობა, რეპრესიები და შიში დარჩათ ხელში. აგონია!!! აგონია აბა რაა, როცა ქალ პოლიტიკოს იჭერენ საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო.
უდანაშაულო მზიას, ნინოს, ელენეს სოლიდარობა და სოლოდარობა ყველა სინდისისა და პოლიტიკურ პატიმარს!
წერს Facebook-ზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეების მიმართ თავდასხმასთან დაკავშირებით. თვითმხილველების თქმით, ერთერთ თავდამსხმელს იარაღი ჰქონდა.