აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ - თვითმხილველების თქმით, ერთერთს იარაღი ჰქონდა

აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ - თვითმხილველების თქმით, ერთერთს იარაღი ჰქონდა

საზოგადოებრივი მაუწყების მარშის მონაწილეებს ბესიკის ქუჩაზე არსებულ კაფესთან თავს დაესხნენ.

მარშის წევრის, გოტა ჭანტურიას თქმით, ერთერთ თავდამსხმელს თან ჰქონდა იარაღი. ამას ამბობს აქციის სხვა მონაწილე თვითმხილველებიც.

გოტა ჭანტურია ფორმულასთან ამბობს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული თავდასხმა.

ამ დროისთვის, ლევან ჯობავა, რომელმაც აქციის მონაწილეების თქმით, თავდამსხმელს იარაღი წაართვა, პოლიციას კაფეში ჰყავს შეყვანილი. მასთან ადვოკატი არ იმყოფება.