
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს.
მათ აღნიშნულ ფაქტს აგრესიის აქტი უწოდეს.
"გასულ ღამეს უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ, მათი დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა. ეს არის აგრესიის აქტი, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას", - აცხადებენ პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში.
ოპერატიული სარდლის ბრძანებით, „დაცვის პროცედურები დაუყოვნებლივ ამოქმედდა“.
„პოლონურმა და მოკავშირე სარადარო სათვალთვალო სისტემებმა რამდენიმე ობიექტი დააფიქსირეს და ოპერატიულმა სარდალმა მიიღო გადაწყვეტილება გაენადგურებინა ის. ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოსული ზოგიერთი დრონი ჩამოგდებულ იქნა. ამჟამად ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილების ძებნა და იდენტიფიცირება მიმდინარეობს“, — ნათქვამია განცხადებაში.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი აკონტროლებენ არსებულ სიტუაციას და რომ პოლონური და მოკავშირე ძალები და საშუალებები „მომდევნო ქმედებებისთვის სრულ მზადყოფნაში რჩებიან“.