ზელენსკი: რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ევროპისთვის საშიში პრეცედენტია

ზელენსკი: რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ევროპისთვის საშიში პრეცედენტია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება და ამ ფაქტს "ევროპისთვის უკიდურესად საშიშ პრეცედენტს" უწოდებს.

მისი თქმით, NATO-ს წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცე "შაჰიდის" 8 დრონმა გადაკვეთა.

იგი დასავლელ პარტნიორებს სწრაფი რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

"მოსკოვი ყოველთვის სცილდება შესაძლო საზღვრებს და თუ ძლიერ რეაქციას არ წააწყდება, ესკალაციის ახალ დონეზე რჩება. დღეს ესკალაციის კიდევ ერთი ეტაპი იყო - რუსეთ-ირანის „შაჰედები“ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, ნატოს საჰაერო სივრცეში მოქმედებდნენ. ეს არ იყო მხოლოდ ერთი „შაჰედი“, რასაც შეიძლება შემთხვევითობა ვუწოდოთ, არამედ პოლონეთისკენ მიმართული მინიმუმ რვა სადესანტო დრონი.

ევროპისთვის უკიდურესად საშიში პრეცედენტი. იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, მთლიანად დამოკიდებულია კოორდინაციასა და რეაგირების სიძლიერეზე. რუსებმა უნდა იგრძნონ შედეგები. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ომის გაფართოება შეუძლებელია და ის უნდა დასრულდეს.

სანქციების დაყოვნება უკვე ზედმეტად გაგრძელდა. რუსეთზე და მის თანამზრახველებზე შეზღუდვების დაყოვნება მხოლოდ დარტყმების სისასტიკეს ზრდის. რუსეთის შეკავებისთვის იარაღის საკმარისი რაოდენობაა საჭირო. ძლიერი რეაგირებაა საჭირო – და ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ყველა პარტნიორის ერთობლივი რეაგირება: უკრაინის, პოლონეთის, ყველა ევროპელის, შეერთებული შტატების. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

არსებული ცნობებით, ერთ-ერთი დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა სახლი.