
სამწუხაროდ, დროულად ვერ მოხდა ეუთო/ოდირის მოწვევის უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელს გახდიდა საქართველოს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში სრულფასოვან და შინაარსიან დაკვირვებას.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულმა უკანასკნელმა ცვლილებებმა საფრთხე შეუქმნა საარჩევნო პროცესის მთლიანობას. ამასთანავე, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური ძალების მიმართ მიმდინარე ზეწოლა კვლავაც გრძელდება.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს კონკრეტული ნაბიჯები დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად, მათ შორის, უზრუნველყოს ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების შესრულება.
ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ეუთო/ოდირის განცხადებით, "გვიანი მოწვევის გამო, ადგილობრივ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ვერ გამოგზავნიან".