რუტე რუსული დრონების პოლონეთში შეჭრაზე: დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს

რუტე რუსული დრონების პოლონეთში შეჭრაზე: დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული დრონების ჩამოგდებისას ერთად მოქმედებდნენ გაერთიანებისა და ასევე რამდენიმე ქვეყნების ძალები.

რუტემ ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპისთვის NATO-ში "ინციდენტის სრული შეფასება მიმდინარეობს."

"გასულ ღამეს, რუსეთიდან წამოსულმა რამდენიმე დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა და წარმატებით უზრუნველყო NATO-ს ტერიტორიის დაცვა - რისთვისაც ისინი არიან შექმნილნი. პოლონეთთან ერთად ამ საკითხში რამდენიმე მოკავშირე იყო ჩართული. მათ შორის იყო პოლონური F16-ები, ნიდერლანდური F35-ები, იტალიური AWACS, NATO-ს მრავალფუნქციური საწვავგამმართველი სატრანსპორტო თვითმფრინავები და გერმანული Patriot-ის სისტემები. მე მადლობას ვუხდი პილოტებს და ყველას, ვინც ხელი შეუწყო ამ სწრაფ და პროფესიულ რეაგირებას.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო დღეს დილით შეიკრიბა და განიხილა სიტუაცია ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის საფუძველზე პოლონეთის მოთხოვნის შესაბამისად. მოკავშირეებმა პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსეთის უგუნური ქცევა დაგმეს. ინციდენტის სრული შეფასება ამჟამად მიმდინარეობს. ნათელია, რომ გასული ღამის დარღვევა იზოლირებული ინციდენტი არ არის", - განაცხადა რუტემ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ გაერთიანების წევრი სახელმწიფოები აპირებენ დაიცვან "მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი."

მან ასევე დაამატა, რომ შეისწავლიან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებულ სიტუაციას.

რუტემ ასევე ხაზი გაუსვა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას, რადგანაც, მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ევროპის უსაფრთხოებასთან.

"მოკავშირეთა უმაღლესი სარდალი გააგრძელებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიციის აქტიურ მართვას აღმოსავლეთ ფლანგის მთელ პერიმეტრზე. მოკავშირეები მტკიცედ აპირებენ დაიცვან მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი. ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ, ხოლო ჩვენი საჰაერო თავდაცვა მუდმივ მზადყოფნაში იქნება.

ეს მხოლოდ ხაზს უსვამს NATO-ს მნიშვნელობას და იმ გზას, რაზეც მოკავშირეები შეთანხმდნენ ჩვენს სამიტზე ჰააგაში, ამ წლის დასაწყისში. ჩვენ უნდა ჩავდოთ მეტი ინვესტიცია ჩვენს თავდაცვაში, გავზარდოთ თავდაცვითი პროდუქცია, რათა გვქონდეს ის, რაც გვჭირდება შესაკავებლად და დასაცავად, და უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რომლის უსაფრთხოებაც ჩვენს უსაფრთხოებას უკავშირდება.

ნება მომეცით დავასკვნათ, რომ რუსეთი აწარმოებს საშიშ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მუდმივად უმიზნებს მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მოკავშირეები მტკიცედ არიან განწყობილნი, რომ გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის ესკალაციური კამპანიის ფონზე", - თქვა რუტემ.