კალაძე გუშინდელ აქციაზე: ხომ ხედავთ, გაუბედურებული, 30 აკაცუკი რა მდგომარეობაშია

საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მიზანი ძალიან მარტივია - როგორმე შემოიტანონ დაძაბულობა. მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ხომ ხედავთ გაუბედურებული, 30 აკაცუკი რა მდგომარეობაშია - "გაფარჩაკებულები" არიან, არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ...

ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს, ვესაუბრებით ქვეყნის მომავალზე, თბილისთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან - რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის და მერე უკვირთ, ქართულ ოცნებას და პირადად მე, რატომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა.

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მის შტაბთან გამართულ გუშინდელ აქციაზე.

შტაბთან მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც წინა დღით შტაბიდან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.