
მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს, რომლებიც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ, იმ უამრავ ვაჟკაცს, აი, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებსაც, ფაქტობრივად, ხელები ექავებოდათ, ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ქართული, ღირსეული საქციელი და მათ მოახერხეს თავის შეკავება. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეს ყველაფერი
ამბობს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ლევან მაჭავარიანი გუშინ, 9 სექტემბერს, მელიქიშვილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
შტაბთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც წინა დღით შტაბიდან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.