საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას,
"რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შექიმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრი გახდა.
პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა 5 თებერვალს კომიტეტებში დაიწყო და დღეს პლენარულ სხდომაზე დასრულდა.
კობახიძე პრემიერმინისტრის კანდიდატად ქართული ოცნების ყრილობაზე წარადგინეს. ის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა. ყოფილი პრემიერი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდა.
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამოქმედო გეგმა - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" წარუდგინა.
ირაკლი კობახიძემ პირველ თებერვალს თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდება, კერძოდ, ჯუანჯერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ამ პოსტზე პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი წარადგინეს.