
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სწრაფვას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების შესახებ, მაგრამ რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მან თქვა, რომ "არ შეიძლება იყოს ისეთი მშვიდობა, რომელიც აგრესორს დააჯილდოვებს". ამის შესახებ სტარმერმა თეთრ სახლში ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ინფორმაციას გამოცემა Associated Press (AP News) ავრცელებს.
„ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეზე უნდა იყოს და არა დამპყრობლის", - თქვა სტარმერმა.
27 თებერვალს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ვაშინგტონში ჩავიდა დონალდ ტრამპთან შესახვედრად.
სტარმერმა ერთი დღით ადრე, განაცხადა, რომ ბრიტანეთი ხიდის როლს თამაშობს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის.
ამასთან, მან გამოაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2,6%-მდე გაზრდა.
პარასკევს, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლს ეწევევა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას პარასკევს, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას მოაწერს ხელს.
ასევე, ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთი უკრაინას აღარ დაესხმება თავს.