სააგენტო: 22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე შტორმი

სააგენტო: 22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

სააგენტოს თანახმად, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).