
ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთში გელა გელაძემ, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ბელარუსიდან კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა - მათ შორის შეხვდა საგამოძიებო კომიტეტის სანქცირებულ თავმჯდომარეს, გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დმიტრი ჰარას.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში გელა გელაძე შეხვდა ჩინეთისა და ყაზახეთის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს, რის შესახებაც, ქართული ოცნების შს სამინისტრომ Facebook-ზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, თუმცა, სამინისტროს არ გაუსაჯაროებია ბელარუსელ მაღალჩინოსანთან შეხვედრის შესახებ ცნობა.
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, მათ შორის, შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები განიხილეს.
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი დმიტრი ჰარა, რომელსაც გელა გელაძე შეხვდა, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის და აშშ-ის მიერ არის სანქცირებული.
გელა გელაძემ ჩინეთში მონაწილეობა მიიღო "გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში". მასთან ერთად ჩინეთში იმყოფებიან მოადგილეები.