მემინგენის აეროპორტში 55 წლის ქართველი კაცი დააკავეს - მან პოლიციელებს დაარტყა და შეაფურთხა

მემინგენის აეროპორტში 55 წლის ქართველი კაცი დააკავეს - მან პოლიციელებს დაარტყა და შეაფურთხა

გერმანიის ქალაქ მემინგენის აეროპორტში 55 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნასვამი კაცი თვითმფრინავში შეუსაბამოდ იქცეოდა, არ ემორჩილებოდა ეკიპაჟის წევრებს, რის გამოც პილოტმა ის რეისიდან მოხსნა.

თვითმფრინავის დატოვების შემდეგ კაცი უარს ამბობდა ტერმინალის დატოვება და სხვა მგზავრებს შეურაცხყოფას აყენებდა. გარდა ამისა, ის ფიზიკურად შეეხო პოლიციელებს და შეაფურთხა. მის დასაკავებლად 4 პოლიციელი გახდა საჭირო.

ქართველი კაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მედიის ცნობით, კაცმა უარი თქვა 2 000 ევროს ოდენობის გირაოს ნებაყოფლობით გადახდაზე და მომსახურების აგენტის დანიშვნაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე ათასი ევრო ნაღდი ფული ჰქონდა. ის ციხეში გადაიყვანეს.