რაუფოღლუ: სახდეპის აქტში "ქართული კოშმარის არაღიარების" შესწორების წინადადება შეიტანეს

რაუფოღლუ: სახდეპის აქტში "ქართული კოშმარის არაღიარების" შესწორების წინადადება შეიტანეს

ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტის წარმომადგენელთა პალატაში შესატანად".

შესწორება აშშ-ის მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას უკრძალავს.

შესწორების წინადადება კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.

"ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით.

კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია", - დაწერა ჯო უილსონმა.