ტრამპი: პარასკევს ზელენსკისთან ხელს მოვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას

ტრამპი: პარასკევს ზელენსკისთან ხელს მოვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას პარასკევს, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას მოაწერს ხელს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრისას ისაუბრა.

"პრეზიდენტი ზელენსკი მოდის ჩემთან პარასკევს დილით. ჩვენ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას ორივე მხარისთვის, რადგან ის მოგვცემს საშუალებას შევიდეთ ამ ქვეყანაში და იქ ვიმუშაოთ", - თქვა ტრამპმა.

ასევე, ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთი უკრაინას აღარ დაესხმება თავს.