ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

24 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ფაქტზე დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა.

დაცვის მხარე ბრალდებულის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, 60 მილიარდამდე რუბლი ბრალდებულმა კახა კოტორაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოიტანა.

ფულის გათეთრების საქმეზე ერთი პირის დაკავების შესახებ განცხადება პროკურატურამ 16 სექტემბერს გაავრცელა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს და მასთან დაკავშირებულ პირებს 2022-2024 წლებში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავების საშუალებით შემოჰქონდათ უცხოური ვალუტა, რაც შემდეგ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიჰქონდათ.

პროკურატურაში აცხადებენ, იმისთვის, რომ ბრალდებულს აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახე მიეცა, ბანკებში თანხის წარმომავლობის შესახებ ყალბი ცნობები მიჰქონდა, ხოლო ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული ფულით უძრავ-მოძრავ ქონებას ყიდულობდა.

დაკავებულს თავისუფლების 9-დან 12-წლამდე ვადით აღკვეთა ემურქრება.