ბრიტანეთის პრემიერმინისტრი აშშ-ში ჩავიდა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი აშშ-ში ჩავიდა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ორი ქვეყნის ლიდერები ოვალურ კაბინეტში მოკლედ უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხვებს, შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

კირ სტარმერმა ვაშინგტონში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, განაცხადა, რომ ბრიტანეთი ხიდის როლს თამაშობს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის.

ამასთან, მან გამოაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2,6%-მდე გაზრდა.

სტარმერისა და ტრამპის შეხვედრის კიდევ ერთი საკვანძო საკითხი შეიძლება ბრიტანულ-ფრანგული წინადადება იყოს, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ სამშვიდობოების განლაგებას ეხება.