"საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია" - ბორელი ზურაბიშვილს შეხვდა

"საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია" - ბორელი ზურაბიშვილს შეხვდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ საკითხები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზასა და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ სიტუაციას შეეხებოდა.

"კარგი შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროკავშირისა გზისა და რეგიონული უსაფრთხოების სიტუაციის შესახებ. საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერი ინსტიტუტებს, რომლებიც ევროპული მომავლისკენ პროგრესზე ერთად მუშაობენ", - დაწერა ბორელმა.

მანამდე მან შეხვედრები გამართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე, უმრავლესობის წევრებთან და საქართველოს პრემიერმინისტრთან. ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ამ დრომდე, სრულად მხოლოდ 3-ია შესრულებული. ბორელმა შეშფოთება გამოხატა რუსეთთან ფრენების აღდგენის გამოც, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის წევრია და EU მას არასდროს მიატოვებს.