ყაველაშვილი: მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია

ყაველაშვილი: მადლობა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია

ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმა მისცა. ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ "არჩევანის გაკეთება გაუადვილდა". ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, მადლობა გადაუხადა.

"გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. გავაკეთე არჩევანი. გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება გამიადვილდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა. სამწუხაროდ, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ჩვენი მოქალაქეებს, ვისაც წამს ჩვენი სამშობლოსი, სახელმწიფოსი, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, იმ ადამიანებს, ვისაც ეს სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნიათ, მადლობა გადავუხადო. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო, ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა, სამწუხაროდ იყო მძიმე დღეები, სამოქალაქო ომი, სამი ომი გადავიტანეთ, დაპირისპირებები... ეს ყველაფერი გავლილია და ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა და არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება, მარტივად გასაკეთებელი არჩევანია, უნდა გვესმოდეს, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რომ არსებული რეალობა იძლევა იმის შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო მეტად სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული"- თქვა ყაველაშვილმა.