ღარიბაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, ჟურნალისტებს - "საცოდავი ფეიკერები" უწოდა

ღარიბაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, ჟურნალისტებს - "საცოდავი ფეიკერები" უწოდა

ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხმა მისცა. ის საარჩევნო უბანზე ცოლთან ერთად მივიდა.

ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებს "საცოდავი ფეიკერები" უწოდა. მათ კითხვებს პასუხი არ გასცა.

ფორმულას ჟურნალისტი მას ეკითხებოდა:

  • ჯუანშერ ბურჭულაძეზე რას გვეტყვით, თქვენი გარემოცვის წევრი იყო და ახლა კორუფციის გამოა დაკავებული, არ ფიქრობთ, რომ თქვენც გემუქრებათ საფრთხხე ამის გამო?
  • თუ გრჩებათ ივანიშვილთან დალაგების იმედი, ბატონო ირაკლი?
  • თორნიკე რიჟვაძეზე რას გვეტყვით ბატონო ირაკლი? თქვენ მაინც თუ ინარჩუნებთ კონტაქტს თორნიკე რიჟვაძესთან? პასპორტით მიეცით ხმა თუ პირადობის მოწმობის გამოყენება დაგჭირდათ, რადგან ამბობენ, რომ პასპორტიც კი არ გიჭირავთ ხელში?
  • ჯუანშერ ბურჭულაძეს აქედან მაინც არ გაამხნევებთ?

ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად მხარდამჭერთან სელფები გადაიღო.